საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა. სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა მოზარდებს სპექტაკლი - "თოვლის დედოფალი" წარუდგინეს. საშობაო მიღება სიმფონიურმა კვარტეტმა საახალწლო კომპოზიციებით გააფორმა. მოგვიანებით კი, ბავშვებს თოვლის პაპასთან სურათების გადაღების საშუალება მიეცათ და უწყებისგან საჩუქრები გადაეცათ.