დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეული დასრულდა

09 ივლისი 2025, 10:15 86 ნახვა

წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღია კარის დღით დასრულდა. სარეაბილიტაციო ცენტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს უმასპინძლა.

სამხედროების ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა მოეწყო. ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი იყო ასევე სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება.

დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა  ერთი კვირის განმავლობაში ათ ინდივიდუალურ და ორ გუნდურ პარასპორტულ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებული სამხედროები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში