ვითარება გზებზე

29 იანვარი 2017, 00:00 1958 ნახვა

თოვლის საფარმა ხელვაჩაურში დაბაში 30-ს, ხოლო ზოგიერთ სოფელში 80 სანტიმეტრს გადააჭარბა. უხვმა ნალექმა გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნა ახალშენის, ორთაბათუმის, ჩელტის და სალიბაურის მოსახლეობას. დღის განმავლობაში შეფერხებები იყო ენერგომომარაგებაშიც. მუნიციპალიტეტში შექმნილ საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალები იწმინდება, რის შემდეგაც სამუშაოები შიდა გზებზე გადაინაცვლებს. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, გამგებლის მოადგილის თქმით, “ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებენ.

ამავე კატეგორიაში