პატრიარქის წერილი სააკაშვილს

05 იანვარი 2023, 19:51 899 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის. პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს, მისთვის აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის, ასევე, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს. „ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც სააკაშვილის თანაგუნდელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს. ხერხეულიძე ასევე აცხადებს რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. მისივე თქმით, ხვალ დილით ყოფილ პრეზიდენტს ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა გონების დაკარგვა. პარალელურად დაესწრება თუ არა 9 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს მიხელ სააკაშვილი? კითხვაზე პასუხი ისევ ღიაა. ადვოკატი აცხადებს, რომ ყველა პატიმარს აქვს უფლება საკუთარ სხდომაში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება, რომელზეც ქართველი ექიმები დაიკითხებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში