ქართველმა პარამოფარიკავემ გვანცა ზადიშვილმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრების ფინალში ზადიშვილმა თანაგუნდელი ნინა თბილაშვილი 15:13 დაამარცხა. შედეგად, ზადიშვილი ტურნირის გამარჯვებული გახდა, თიბილაშვილი კი ვერცხლს დასჯერდა.
ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირმა ხეცურიანმა, მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანელ ჰატერს 15:7 მოუგო.