ხელვაჩაურში ხანძარი ლიკვიდირებულია

19 იანვარი 2023, 18:00 446 ნახვა

ხელვაჩაურში სოფელ ვარშალომიძეებში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ტყის ტერიტორიაზე მუშაობენ. ადგილზე რჩება რამდენიმე ბრიგადა.  თავიდან ცეცხლი ჩაის პლანტაციებს გაუჩნდა. იწვოდა  ძირითადად ეკალ-ბარდი. 

საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო ხანძარი, ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 40 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ცეცხლის სწრაფად  გავრცელებას ხელი შეუწყო ქარმა.

საცხოვრებელ სახლებზე გადადების საფრთხეც შეიქმნა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდირება დროულად შეძლეს.

ცეცხლს ლოკალიზება-ლიკვიდირების პროცესში ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც იყო ჩართული.

ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში