სახალხო დღესასწაული დაგვაში

28 აგვისტო 2025, 14:08 396 ნახვა

ყოველი წლის 28-აგვისტოს ქობულეთში, სოფელ დაგვაში სახალხო დღესასწაული მარიამობა აღინიშნება. სადაც ადგილობრივ ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად, მუსიკალური ნომრები სოფლიდან წასულმა ბერძნებმაც შეასრულეს. სახალხო ღონისძიებაზე გამოფენილია ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები.

ადგილობრივებთან ერთად, საბერძნეთიდან ჩამოსულმა ბერძნებმა სოფლის ცენტრში არსებული ღვთისმშობლის მიძინების ბერძნული ტაძარი მოილოცეს.

ღონისძიების ორგანიზატორი ქობულეთის მერიაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში