სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს

20 იანვარი 2023, 11:47 583 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წერილობით მიმართა, როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, გუშინ ღამე გონება დაკარგა და დაეცა.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა "ვივამედიდან" ცნობა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მკურნალი ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემს. 

სასამართლოში იმყოფება ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის ნევროლოგი ოთარ თოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სასამართლოს დეტალურ ჩვენებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში