მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

23 იანვარი 2023, 17:34 523 ნახვა

თმა არის ერთ-ერთი ნივთიერი მტკიცებულება რომლის შესახებაც დღეს სასამართლო იმსჯელებს და განიხილავს. სააკაშვილის ადვოკატის თქმით, აღნიშნული მტკიცებულება აშშ-დან ჩამოვიდა რომლისგანაც, მისივე ინფორმაციით , ამოვიდა მძიმე მეტალები. თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების,ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესზე დღეს მოწმის სახით ნიროქირურგს მოუსმინეს. გელა მაისაშილმა მიხელ სააკაშვილზე ჩატარებული კვლევის დასკვნაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მესამე პრეზიდენტს დაკავების შემდეგ ნეიროქირუგიული კუთხით წამყვანი დაზიანებები აღენიშნება ისეთი, როგორიცაა ცე-ლოკალური პათოლოგია, დაზიანებულია ზურგის ტვინი, რაც ექიმის ვარაუდით, დიდი ალბათობით, მექანიკურმა ტრავმამ გამოიწვია. დღეს სასამართლოს „ვივამედის“ ექიმისთვისაც უნდა მოესმინა, თუმცა მოწმე კორონავირუსის გამო პროცესზე ვერ მივიდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი