გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო -ილია მეორე

06 თებერვალი 2023, 18:01 896 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპულების გამო თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსამძიმრებს.

„მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს, ბ-ნ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში