სირიაში მიწისძვრით დაზარალებული ქალაქები ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

07 თებერვალი 2023, 10:49 490 ნახვა

სირიის ქალაქ  ალეპოში მაშველებმა  სამძებრო ოპერაცია   დღეს  გამთენიისას განაახლეს, ნანგრევებში ეძებენ გადარჩენილებს და პოულობენ დაღუპულებს. ბოლო მონაცემებით, სირიაში სულ მცირე  ათას 444 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 3 ათას 500 დაშავდა. 

მიწისძვრამ  სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში დააზარალა  ქალაქები აფრინი, კუბანი, ქამიშლო და ჰასაკი. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები  დაფიქსირდა ასევე დამასკოში, იდლიბში, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიაში, ტარტუსსა და რაქაში.  ყველაზე მძიმე სიტუაცია  ქალაქ  სინდირესშია, სადაც 80  სახლი დაინგრა, ნანგრევების ქვეშ დარჩა ასობით ადამიანი, ქალაქ აფრინში კი 30 სახლია  სრულად განადგურებული.

მიწისძვრამ სირიაში 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე გამანადგურებელი შედეგი გამოიწვია.  დიდია მსხვერპლიც.  სტიქიის რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.  ნანგრევებში ათასობით ადამიანია მოყოლილი, რომელთა გადარჩენა ვერ ხერხდება. 

ვერ ეხმარებიან ასევე ზამთრის  ცივ ამინდში  ათასობით დაშავებულსა ან უსახლკაროდ დარჩენილსაც

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში