200 000 ლარით გაზრდილი ბათუმის მერიის ბიუჯეტი ჯანდაცვის მიმართულებით

15 თებერვალი 2023, 20:17 551 ნახვა

ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბიუჯეტი 2023 წელს 200 000 ლარით გაიზარდა. ცვლილება და ბიუჯეტის ზრდა როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალურ მიმართულებებს შეეხო. ერთ-ერთი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ანგიოგრაფიულ და კორონოგრაფიულ კვლევებს გულისხმობს , მიმდინარე წელს ბენეფიციარი 250 ლარის ნაცვლად 426 ლარით დაფინანსდება. ბიუჯეტში შესული ცვლილება გულისხმობს ასევე, მედიკამენტებისა და საკვები დანამების დაფინანსების ზრდასაც. ასევე, ბათუმის მერია, საქველმოქმედო ორგანიზაციას ,, იალქანს’’ 5 ათასი ლარით დააფინანსებს. ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონ 792 ათას ლარს აღემატება, სოციალური მიმართულებების კი 17 მილიონს შეადგენს.  ბათუმის მერის მოადგილის ლელა სურმანიძის  თქმით, ბიუჯეტში შესული  ცვლილებები ბენეფიციარების მაღალმა მიმართვიანობამ განაპირობა. მერიის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით 2022 წელს 50 ათასმა ბენეფიციარმა ისარგებლა. 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე კი 10 ათასს გაეწია დახმარება. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში