დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ,ბათუმში, შავი ზღვის მოლში,დიაბეტის უფასო სკრინინგი გაიმართება . მოქალაქეებს შეეძლებათ სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა სწრაფი ტესტის საშუალებით , ასევე პირველადი შეფასებისა და რეკომენდაციების მიღება ადგილზე მყოფი ექიმებისგან. ინდივიდუალურ რჩევებთან ერთად დაინტერესებული პირები მედიკოსებისგან ინფორმაციას დიაბეტის რისკფაქტორებსა და ჯანმრთელი ცხოვრების წესთან დაკავშირებითაც მოისმენენ. აქტივობა დიაბეტის პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მიზნით ,ასევე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის ხორციელდება.