პროტესტი სტადიონის მოთხოვნით

23 თებერვალი 2023, 17:35 492 ნახვა

საპროტესტო აქცია თამარის დასახლებაში – 70 ოჯახი ე.წ ბიტმაშის დასახლებაში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე  დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობა აქ  სტადიონის და ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობას ითხოვს. ამბობენ, რომ ამის პირობა ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ არაერთხელ მიიღეს, თუმცა მიწა გასხვისდა და ახლა იქ კომპანია ‘’ნაზილბე’’   მშენებლობას გეგმავს.  დღეს  პროტესტი ტექნიკის გამოჩენას  მოჰყვა. მოსახლეობის თქმით,  ხელისუფლებას მიმართეს,  ათი დღის ვადაში კი საკითხის  გადაჭრასაც ელოდებოდნენ.  ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც. ადგილობრივების  ინფორმაციით,  სტადიონის მოწყობას მათ  კომპანიაც  დაჰპირდა. საკითხთან დაკავშირებით კომპანიაში დღეს კომენტარი არ გაკეთებული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში