გალიფ ოზთურქი განაჩენის მოლოდინში

23 თებერვალი 2023, 20:31 807 ნახვა

თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის საქმეზე  მოსამართლე ლევან ყოლბაიამ საბოლოო განაჩენი შესაძლოა ხვალ გამოაცხადოს.  სწორედ ხვალ  ისარგებლებს საბოლოო სიტყვით ბრალდებულიც. ოზთურქმა დღეს სხდომაზე დასწრება  დისტანციურად მოითხოვა. მან სასამართლოს ბოდიში მოუხადა და სხდომებზე დაუსწრებლობის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.  მან დღეს მოსამართლეს უთხრა რომ  უდანაშაულოა წარდგენილ ბრალში. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით დასრულდა. ადვოკატები  დღეს კიდევ ერთხელ შეეცადნენ სასამართლო გალიფ ოზთურქის უდანაშაულობაში დაერწმუნებინათ.  დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა იძულების წესით დანიშნული ადვოკატის აცილების თაობაზე. ადვოკატი  რობერტ გრიგალაშვილო განმარტავდა, რომ იძულების წესით ადვოკატის  დანიშვნის აუცილებლობა არ არსებობდა. მოსამართლემ კი მიიჩნია, რომ  ადვოკატის დანიშვნა საქმის გაჭიანურების რისკს შეამცირებს, რადგან 28 თებერვალს  ბრალდებულს 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა გასდის.  გამოძიება თურქ ბიზნესმენს დიდი ოდენობით  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა-მოხმარებას ედავება.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში