ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებით - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

08 მარტი 2023, 12:00 522 ნახვა

თუ საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით პროგრესი სურს, ის უნდა იცავდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებით. თუ საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით პროგრესი სურს, ის უნდა იცავდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტს“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში