მიხეილ ყაველაშვილი ანტონიუ გუტერეშს შეხვდა

26 სექტემბერი 2025, 09:09 118 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას.

„აღინიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რისთვისაც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა საქართელოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

„შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტერეშმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდ ზეწოლას გავუძელით. დიდი მადლობა გადაგვიხადა იმისთვის, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს. ამას ყველა ხედავს, აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე