ხმარური ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე

24 მარტი 2023, 14:30 539 ნახვა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა. დაპირისპირება „ხალხის ძალის“  კანონს „უცხოური გავლენის აგენტს „  მოჰყვა. ბოიკოტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

დღესვე საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს, კერძოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტი 372 ათას 862 ლარით გაიზარდა და 39 მილიონ 721 299 ლარია.

ბიუჯეტის ზრდა  ტენდერებიდან მიღებული ეკონომიების და შემოსავლების ზრდის  ხარჯზე  მოხდა, აღნიშნული თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება, კერძოდ დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოსაცდელების მოწყობა, ასევე დაგეგმილია დაზიანებულ სახლებზე სახურავის გამოცვლა.

ხელვაჩაურის მერია სამი ერთეული სატვირთო ავტომობილის შეძენას კომუნალური სამსახურისთვის აპირებს, საკრებულოს გადაწყვეტილებით თვითმმართველობა სოფლებში წყლის მრიცხველებს დაამონტაჟებს და აბონენტების გამრიცხველიანებას განახორციელებს, ამ ეტაპზე უცნობია  რა ოდენობის თანხის გადახდა მოუწევთ აბონენტებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში