ხმაური და დაპირისპირება „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციის პარალელურად

28 მარტი 2023, 12:05 817 ნახვა

ბათუმის თეატრთან, "ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციის დაწყებამდე ხმაური იყო. ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ. 

თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შელაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ხათუნა ბერიძესა და „ქართული ოცნების“ აქტივისტ გიორგი გიორგაძეს შორის მოხდა. ხათუნა ბერიძე თეატრთან მიხეილ სააკაშვილის პლაკატით მოვიდა და მმართველი გუნდის წევრებს მკვლელებს უწოდებდა. რასაც გიორგაძის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა და შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარება მალევე განიმუხტა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიული კონფერენციის გამართვას გეგმავს, რომელიც დღეს ბათუმიდან იწყება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში