ისევ დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისებისა, რომელსაც სამწუხაროდ ვხედავთ დღევანდელი ბრიუსელისგან - ირაკლი კირცხალია

21 ოქტომბერი 2025, 11:40 117 ნახვა

ყველაზე მთავარი რა დასკვნაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი შეხვედრიდან და შემდეგ განცხადებებიდან, ისევ და ისევ ის ხმამაღალი დუმილი, რომელსაც ვისმენთ ბრიუსელიდან, შემდეგ მათი წარმომადგენლობებიდან აქ, ჩვენს ქვეყანაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე.

„რაც შეეხება გუშინდელ შეკრებას და შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს, გავყოთ ორ ნაწილად. პირველ რიგში, ყველაზე მთავარი რაც არის, კიდევ დუმილი იმ ძალადობასთან მიმართებით, რომელიც უკვე არაერთხელ ვიხილეთ ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში. განსაკუთრებით 4 ოქტომბრის კიდევ ერთი გადატრიალების და ე.წ. დამხობის მცდელობა. ისევ დუმილი. ისევ ის დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, ძალიან ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელ წახალისებასაც, სამწუხაროდ ვხედავთ ჩვენ დღევანდელი ბრიუსელისგან და ევროკავშირის ლიდერებისგან.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ შეჩერების თემას, არაერთხელ გვითქვამს ჩვენი საზოგადოებისთვის და განვმარტავ კიდევ ერთხელ, რომ ეს არის პირდაპირ მათ ხელში რაღაც შანტაჟის იარაღი, ხოლო შანტაჟის ენა, სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, დღეს ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული და ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება. ასე, რომ კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, პირველ რიგში საქართველო და ქართველი საზოგადოება არ ექვემდებარება შანტაჟს და ეს ძალიან კარგად იციან, ძალიან კარგად ნახეს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე, რომ რეალურად ჩვენ შანტაჟს ნამდვილად არ ვექვემდებარებით. ასე, რომ რა თქმა უნდა, ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ამ ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი რა დასკვნაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი შეხვედრიდან და შემდეგ განცხადებებიდან, ისევ და ისევ ის ხმამაღალი დუმილი, რომელსაც ვისმენთ ბრიუსელიდან, შემდეგ მათი წარმომადგენლობებიდან აქ, ჩვენს ქვეყანაში, კონკრეტული დიპლომატიური მისიები მაქვს მხედველობაში, ხოლო მათი მხრიდან ხელდასხმული ჯგუფები, ეს აგენტურული ჯგუფები რით არიან დაკავებულები, ამასაც ძალიან კარგად ვხედავთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე