რუსუდან ფეტვიაშვილის სამხატვრო გალერეა

31 მარტი 2023, 10:49 721 ნახვა

თბილისში რუსუდან ფეტვიაშვილის სამხატვრო გალერეა გაიხსნა. რუსუდან ფეტვიაშვილის მუდმივმოქმედ სამხატვრო გალერეაში ნამუშევრები ორ სართულზე იქნება განლაგებული.

გალერეის პირველ სართულზე დამთვალიერებელი იხილავს რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ და უახლეს ნამუშევრებს. გალერეის მეორე სართულზე კი ძველი ნამუშევრები განთავსდება, რომლებიც მხატვარმა პარიზის სახელოსნოდან საქართველოში ჩამოიტანა.   

ასევე წარმოდგენილია რუსუდან ფეტვიაშფილის და მისი ძმის – მოქანდაკე დიმა ფეტვიაშვილის საერთო ნამუშევრები, რომლებიც ხეზეა შესრულებული.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში