„ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“

04 დეკემბერი 2025, 12:43 61 ნახვა

„ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში მეორე საკონცერტო საღამო გაიმართა.

საღამოს მთავარი გმირი იაპონელი პიანისტი უსუი ტოშიკი იყო — საერთაშორისო აღიარების მქონე არტისტი.

პიანისტმა მოცარტის, შუბერტის, ბეთჰოვენის ასევე იაპონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა.

საღამო კი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციებით დააგვირგვინა. ,,ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო" ფესტივალის შემოქმედებითი ღონისძიებები 6 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ფესტივალი ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, საქართველოს პრეზიდენტისა და UNESCO-ს პატრონაჟით ტარდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში