საკონსტიტუციო სარჩელი

10 თებერვალი 2017, 00:00 1614 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის ტიტიკო ჩორგოლიანის კონსტიტუციურ სარჩელს. მოსარჩელე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმას, რომელიც ადგენს, რომ „დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს“.   მოსარჩელის მტკიცებით, დაცვის მხარის ვალდებულება, ბრალდების მხარეს გადასცეს მისი შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული მტკიცებულებები, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს და ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრინციპებს. საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

ამავე კატეგორიაში