საქართველო ბრიტანულ Wanderlust-ზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

03 სექტემბერი 2025, 11:26 138 ნახვა

საქართველო პოპულარული ბრიტანული სამოგზაურო გამოცემის, Wanderlust-ის ვებგვერდზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო.

„გარდა ქვეყნისა, ევროპის სასურველ ტურისტულ მიმართულებებად დასახელებულია თბილისი და ბათუმი. Wanderlust Travel Awards-ზე თბილისსა და ბათუმთან ერთად ნომინირებულია შემდეგი ქალაქები: ათენი, ბერლინი, ბოლონია, ბორდო, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, დრეზდენი, დუბლინი, ედინბურგი, გენუა, გენტი, სტამბოლი, მადრიდი, ოსლო, პორტო, პრაღა, რიგა, სიენა, სოფია, ვალენსია, ვენა, ვილნიუსი და ა.შ.

ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმაზე საქართველოს, თბილისისა და ბათუმის მხარდასაჭერად ეწვიეთ ბმულს.

ხმის მიცემა დაწყებულია და 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო პრესტიჟული Wanderlust Reader Travel Awards-ი 24-ედ ლონდონის ეროვნულ გალერეაში 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.

დაჯილდოებაზე გამოვლინდება ყველაზე სასურველი ქალაქები, რეგიონები, ქვეყნები და ახალი მიმართულებები, რომლებიც შერჩეულია Wanderlust-ის მკითხველების მიერ. გარდა ამისა, დაჯილდოვდება საუკეთესო მიმართულებები თავგადასავლების, კულტურისა და მემკვიდრეობის, ბუნებისა და ველური ბუნების, გასტრონომიისა და მდგრადი მოგზაურობისთვის.

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust-ი საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს. Wanderlust-ი მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ. ჟურნალის ტირაჟი 137 959 ეგზემპლარს შეადგენს, ხოლო wanderlustmagazine.com-ს ყოველთვიურად 1,6 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ, 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში