ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

01 მაისი 2023, 11:01 760 ნახვა

ავარია ქობულეთში. ერთმანეთს ოთხი  ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.  მათგან ორს  კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, თუმცა ორივე უკვე ბინაზე გაეწერა.შემთხვევა გვიან ღამით ღამით მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით,  ავარიის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. 

შემთხვევის ადგილიდან  ოთხივე ავტომობილი ევაკუატორებით გაიყვანეს, ავარიის გამო რამდენიმე წუთით აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.  ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში