ღია კარის დღე პროფესიულ კოლეჯში

18 მაისი 2023, 11:03 988 ნახვა

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯ “ახალი ტალღა”-ში სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში  მოეწყო პროფესიული პროგრამების პრეზენტაცია, გამოფენები და მასტერ-კლასები.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისიდან იწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება.

ქობულეთის პროფესიული კოლეჯი "ახალი ტალღა", მიმდინარე წელს რეგისტრაციას 800 სტუდენტზე აცხადებს, სადაც 33 პროფესიულ პროგრამაზე სწავლა უშუალოდ ქობულეთის ფილიალში განხორციელდება, 6 პროფესიულ პროგრამაზე სწავლება ხულოს ფილიალში იქნება შესაძლებელი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი