როგორი იქნება 26 მაისი ბათუმში

22 მაისი 2023, 19:44 570 ნახვა

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბათუმში სამზადისი უკვე დაიწყო. ცნობილია, რომ სამხედრო და საბრძოლო აღჭურვილობის გამოფენა საოცრებათა მოდეანზე მოეწყობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ სტენდთან შემეცნებითი ხასიათის აქტივობებს წარმოადგენს. ასევე გამოფენილი იქნება  სპეცტექნიკა.ღონისძიებაზე ბავშვები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში