სამზადისი 26 მაისისთვის

24 მაისი 2023, 14:15 704 ნახვა

26 მაისს სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი ქობულეთში. ქალაქის სხვადასხვა უბანში გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო დროშები. 

ღონისძიების ორგანიზატორი აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირის გარკვეული ნაწილი გადაიკეტება, სადაც მოეწყობა ფეხით მსვლელობა, გაიმართება კონცერტები, დღის განმავლობაში ივლის უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი.

დამოუკიდებლობის დღეს ქობულეთის სხვადასხვა დამეგობრებული ქალაქის დელეგაციებს უმასპინძლებს.

26-მაისის ღონისძიებისთვის, ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან 20-ათასი ლარია გამოყოფილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში