„მსოფლიო თასი 2023“ მაგიდის ჩოგბურთში 

22 სექტემბერი 2023, 11:01 402 ნახვა

ბათუმში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე მაგიდის ჩოგბურთში ახალგაზრდებს შორის, რომელიც გოგონათა და ვაჟთა, ასევე წყვილთა და შერეულ წყვილთა შორის ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობს, დასრულდა შეჯიბრება შერეულ წყვილთა შორის.

გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ და მათ შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

ტურნირში, რომელშიც 15 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, დღეს ასპარეზობა ვაჟებს შორის გაიმართება.

მსოფლიო თასი 2023-ის ბათუმის ეტაპი 24 სექტემბერს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში