იაპონიაში სპორტის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა იაპონიის ფეხბურთის, კალათბურთის ჭიდაობის, საციგურაო და კარატე-დოს ფედერაციების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის სპორტის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
დაიგეგმა სპორტის სფეროში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთობლივი პროექტები; საუბარი შეეხო სასწავლო-საწვრთნელ პროცესში ახალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებასაც.
