გურამ ჭანტურიას ხსოვნის ტურნირი ჭადრაკში

24 სექტემბერი 2023, 20:01 760 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში.

ასპარეზობა გაიმართა 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომლის დასრულების შემდეგ ღია ტურნირი ჩატარდა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის მოჭადრაკეს შეეძლო.

შეჯიბრება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად გაიმართა და მასში საქართველოსა და მსოფლიო ფედერაციის წევრები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში