საქართველოს ქვიშის ფეხურთის ნაკრებმა B დივიზიონი მესამე ადგილზე დაასრულა 

26 სექტემბერი 2023, 14:05 363 ნახვა

საქართველოს ნაკრები ქვიშის ფეხბურთში ევროპის ბე დივიზიონის გათამაშებაში ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა. გუნდებმა ბოლო სამ დღეში მეორე მატჩი ჩაატარეს.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ტურნირი საუკეთესო სამეულში დაასრულა. ევროპის B დივიზიონის ჩემპიონი ლიეტუვა გახდა, ფინალში ბალტიისპირელებმა ჩეხეთს 3:2 მოუგეს. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 5 მატჩი გამართა. მალტა 7:1 დაამარცხა, შვედეთი – 7:3, ნორვეგიასთან თამაში კი 3:5 დათმო.

ნახევარფინალში ჩვენი ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდა და 2:5 დამარცხდა, ხოლო იმავე ნორვეგიასთან მესამე ადგილისთვის 3:2 მოიგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში