საინფორმაციო კრებულის პრეზენტაცია

16 ოქტომბერი 2023, 20:07 513 ნახვა

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების შესახებ ტრენინგები და საინფორმაციო კრებულის  პრეზენტაცია  დაიწყო. ტრენინგები შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ, მოიცავს როგორც თეორიულ, აგრეთვე პრაქტიკულ სამუშაოებს. ტრენინგები მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა, შეზღუდული შესაძლებლობის კატეგორიები,ტერმინოლოგია, სტერეოტიპები, კომუნიკაციის ფორმები და საშუალებები სხვადასხვა სახის შეზღუდვის მქონე პირებთან. პროგრამაში  აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან სულ 180-მდე ახალგაზრდაა ჩართული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში