პუტინი დასავლეთს რუსეთის ინტერესების პატივისცემისკენ მოუწოდებს

23 ოქტომბერი 2023, 14:50 375 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უპასუხა  და  პეკინში ვიზიტისას მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვის ინტერესების  დათრგუნვა შეუძლებელია.

რუსეთის ლიდერმა  ამერიკელ პოლიტიკოსებს სხვების პატივისცემისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა სი-ბი-ეს ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა: წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ ჩვენ გავაერთიანებთ მთელ ევროპას და პუტინს საბოლოოდ  გადააყენებენ.  იგი ვეღარ შეძლებს  ისეთი პრობლემების შექმნას, რომლებსაც ახლა ქმნის.

ჩინეთის დედაქალაქში სამიტის დროს სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გასულ მოკლე ინტერვიუში პუტინმა თქვა, ბაიდენის სიტყვები  პირადად მას არ ეხება, არამედ ქვეყნის ინტერესებს  და, რომ  შეუძლებელია რუსეთის ინტერესების დათრგუნვა. 

პუტინის თქმით, როგორც ბაიდენმა ასევე უფრო ფართო ამერიკულმა პოლიტიკურმა ელიტამ რუსეთის პატივისცემა უნდა ისწავლონ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში