ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ სჭირდება დამტკიცება - ემანუელ მაკრონი

09 ნოემბერი 2023, 22:42 354 ნახვა

ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა Facebook-ზე დაწერა.

„გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენ გვერდით“, – წერს ემანუელ მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნულ ტექსტს ქართულად წერს.

ცნობისთვის, დღეს საფრანგეთში, ელისეს სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში