თურქულ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობები

16 ივლისი 2025, 17:38 172 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა, მათ შორის  ორმხრივი ვაჭრობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უტილიზაცია, სამოქალაქო ავიაცია და  ტურიზმი.

ქართულმა მხარემ ისაუბრა იმ პროდუქციაზე, რომლის ექსპორტის გაზრდის პოტენციალიც არსებობს, როგორც აღინიშნა, თურქეთი საქართველოს მესამე მსხვილი ინვესტორი სახელმწიფოა. მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრი და დელეგაცია რიგით მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22 – 23 ოქტომბერს გაიმართება. 

ასევე ისაუბრეს ახლო მომავალში საქართველოში სამმხრივი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე. თურქეთის მინისტრს თან ჩამოყვა ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომლებმაც ქართულ - თურქულ ბიზნეს ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

თურქეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი კომიტეტის  გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას წარმოშობის წესების ახალი რედაქტირებული PEM წესებით ჩანაცვლების მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი