ბათუმი ამირან კახიძეს ემშვიდობება

14 ნოემბერი 2023, 17:59 1126 ნახვა

ბათუმი ამირან კახიძეს ემშვიდობება , 88 წლის ასაკში გარდაცვლილი მეცნიერი ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმიდან გაასვენეს ,სადაც კოლეგებმა, ახლობლებმა და მისმა აღზრდილმა პროფესიონალებმა, საზოგადოებას ამირან კახიძის ცხოვრებიდან მცირე მონაკვეთები და მისი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ფაქტები გააცნეს . ამირან კახიძე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ფუძემდებელი, პროფესორი, ღირსების ორდენისა და ტბელ აბუსერიძის სახელობის პრემიის მფლობელი, აჭარის მუზეუმის დირექტორის მრჩეველი იყო ,ასევე იყო მრავალი სამეცნიერო კვლევებისა და ნაშრომის ავტორი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში