30 პორტრეტი და 30 ფოტო-ისტორია _ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიმართა სახელწოდებით “ისტორია პორტრეტებად“.
ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი აჭარაში მცხოვრებ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს და მათი საქმიანობის წარმოჩენას ემსახურება.
ექსპოზიციის ავტორი ორი ფოტო- ხელოვანია - გიორგი ბერიძე და დათო ბენდელიანი.
ერთობლივი გადაღებები თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, 30 შავ-თეთრი ფორმატის ფოტო შეირჩა გამოფენისთვის, რომელიც მუზეუმის არქივში დარჩება.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მისი ბიუჯეტი 15 ათასი ლარია.