ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

14 ნოემბერი 2023, 18:48 468 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

შეხვედრაზე განიხილეს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია ევროპული საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს რეკომენდაცია საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების მკაფიო აღიარებაა და საქართველო  ევროკავშირში ინტეგრაციისთვის თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. განიხილეს, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული გზის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში