ბანკზე თავდამსხმელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

05 იანვარი 2024, 12:00 403 ნახვა

''თიბისი'' ბანკზე თავდამსხმელს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება მას ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 

37 წლის კაცი თბილისში, "თი-ბი-სი" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ორი დღის წინ შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში