სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა ქედაში

28 იანვარი 2024, 11:55 437 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის ფარგლებში, მიმდინარე წელს განსახორციელებელი სამუშაოები დაიგეგმა. სოფელ ცხემნაში სპორტული მოედნის რეაბილიტაციასთან ერთად, გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა. რეკრეაციული პარკის მოეწყობა ასევე, სოფელ ახოში, დანდალოსა და დაბა ქედაში.

გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნით სოფლის ცენტრებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედნებს: დაბა ქედაში- თედო სახოკიას ქუჩაზე, სოფელ კოლოტაურში, ზესოფელსა და სოფელ დანდალოს მინი სპორტულ სტადიონებს.

133 000 ლარია გათვალისწინებული სოფლის სახლის რეაბილიტაციისთვის სოფელ გეგელიძეებში. ასევე იგეგმება დაბა ქედისა და წონიარისის კულტურის სახლების რეაბილიტაციაც.

კულტურის სივრცეების რეაბილიტაციისთვის, მიმდინარე წელს, 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. სამუშაოებისთვის ტენდერები უკვე გამოცხადებულია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში