ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ღონისძიება გამართა 

03 თებერვალი 2024, 13:46 335 ნახვა

ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ნაკრესი“ ინიციატივით, ღონისძიება გაიმართა.

„საქართველო მსოფლიოსთან ერთად უერთდება და აღნიშნავს ჭარბტენიანი ტერიტორიების დღეს. ჭარბტენიან ტერიტორიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკოსისტემის კონსერვაციის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის თვალსაზრისით. საქართველო მდიდარია ჭარბტენიანი ტერიტორიებით“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძემ.

 

უწყების ინფორმაციით, საქართველოს აღიარებული აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხი ჭარბტენიანი ტერიტორია: კოლხეთის, ქობულეთის, ბუღდაშენის და მადათაფას ე.წ. „რამსარის საიტები“.

უწყების ცნობითვე, ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ, რადგან, მთელ მსოფლიოში, აქტიურად ხდება წყლის ობიექტების დაბინძურება, დაშრობა, შემცირება არამდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებით და ა.შ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში