მეწყრული პროცესები 

06 თებერვალი 2024, 14:09 518 ნახვა

საცხოვრებელი სახლების გარდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდი და მცირე ზომის მეწყრული პროცესები განვითარდა საავტომობილო გზებზეც. 

დაახლოებით 15 ლოკაციაზე ჩამოწვა ქვების, ხისა და მიწის მასა, რამაც საავტომობილო გზები ჩაკეტა.

მეწყერი განვითარდა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე. მათ შორის შეფერხებულია მოძრაობა სოფელ გულების მონაკვეთზე.

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია მდინარეები, რის გამოც დაიტბორა გზები, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების ეზოები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მუშაობს რვა ერთეული ტექნიკა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში