8-9 თებერვალს დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში - კობახიძე

06 თებერვალი 2024, 14:48 391 ნახვა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8-9 თებერვალს გახდება ცნობილი, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება მთავრობის ადმინისტრაციაში.

„8-ში, 9-ში დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ ცვლილება შეეხოს მთავრობის სტრატკომსაც.

კობახიძემ დაადასტურა, რომ  მისი ცოლი, ნატალია მოწონელიძე საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.

“არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, თუმცა რომც არ ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, გამოირიცხებოდა ყველანაირად ფორმალურად თუ არაფორმალურად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო, რომელსაც ირაკლი კობახიძის ცოლი ხელმძღვანელობს, ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში