ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე

16 თებერვალი 2024, 18:27 369 ნახვა

ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა - გამოძიება უკვე ყოფილ სამხედროებს: მიხეილ დოიჯაშვილს, რამაზ გოგიძეს და ზურაბ ვაშაგაშვილს კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. გამოძიება ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი, 11 იანვარს, მისმა კოლეგებმა სასტიკად სცემს და სამხედრო ნაწილში, არაფორმალური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამ ვერსიას არ ენდობა გარდაცვლილის ოჯახი, ჯარისკაცის დედა დარწმუნებულია რომ მისი შვილი ცემით მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში