ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოს თვეში სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს

09 სექტემბერი 2025, 10:08 127 ნახვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოს თვეში სამართალდარღვევის 54  ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდარღვევებიდან 46 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 158 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

"ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 46 ფაქტიდან ერთი სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 7 – სამცხე-ჯავახეთის, 13- გურიის, 7 – ქვემო ქართლის, 10- კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 5- შიდა ქართლის და 2 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ასევე, აგვისტოს თვეში, სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 8 ფაქტია გამოვლენილი; აქედან, 1- სამცხე-ჯავახეთის, 1 – ქვემო ქართლის, 5 – შიდა ქართლის, ხოლო 1- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოს თვეში,  ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 418 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1093  კუბური მეტრი შეადგინა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე,  ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების  54  ფაქტი"- განმარტავენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი