ეროვნული ლიგის 2024 წლის საფეხბურთო სეზონი დღეს ბათუმში გაიხსნება

01 მარტი 2024, 13:11 746 ნახვა

დღეს, ეროვნული ლიგის ახალი სეზონი იწყება. პირველი მატჩი „ბათუმი არენაზე“ გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი "დინამო" ბათუმი  6-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს.

ამ გუნდებს შორის ბოლოს გამართული 4 მატჩიდან 2-ჯერ "დინამომ" იმარჯვა, ერთხელ ფოთის "კოლხეთმა", ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შავიზღვისპირელთა დერბი „ბათუმი არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელ შეხვედრამდე ორი საათით ადრე კი, „დინამო“ ბათუმი ახალწვეულებს გულშემატკივრების წინაშე წარადგენს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში