ქობულეთის მერიის შენობის რეაბილიტაცია - ოპოზიციის განცხადება და მერიის გამოხმაურება 

11 მარტი 2024, 10:50 355 ნახვა

ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულდა. ეს განცხადება  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა  გააკეთეს. სოლომონ ბაჯელიძე ამბობს, რომ შენობის შიდა სამუშაო სივრცეებისთვის გამოყოფილი 200 ათასი ლარი გაიფლანგა, სამუშაოები კი უხარისხოდ ჩატარდა.

ოპოზიციის წევრები ქობულეთის მერიის მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი კორუფციაში არიან გარეულები.  ბრალდებებს ქობულეთის მერმა უპასუხა.

ლევან ზოიძე ოპოზიციას განულებულ უსაქმურებს და დესტრუქციულ ძალებს უწოდებს. მისი განცხადებით, მშენებელ კომპანიას აქვს ვალდებულება მის მიერ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები გამოასწოროს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში