ხანძარი ქობულეთში ლიკვიდირებულია 

01 აპრილი 2024, 18:01 522 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძარი იყო. ცეცხლი ეკალ-ბარდს და ჩაის პლანტაციებს ეკიდა. ხანძარი რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, საჭირო გახდა ხანძრის კერების სალიკვიდაციოდ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან სამაშველო ჯგუფების მობილიზება.

ამ ეტაპისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში