ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა

03 აპრილი 2024, 20:01 1172 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ არ გადაუყვანიათ კლინიკაში.

შემთხვევის ადგილას პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. გზის სავალი ნაწილი დროებით ცალმხრივად აქვთ გადაკეტილი.

მომხდარზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში